დევნილები  ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ />


  10:18:22     07-02-2022

დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

1644214770aqc.jpg

დევნილების პროტესტი გრძელდება - იძულებით გადაადგილებული პირები დღეს ჯანდაცვის სამინისტროს უცვლელი მოთხოვნით მივლენ. მათი მთავარი სურვილი ავარიული შენობიდან გასვლა და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებაა.

"მთავარი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ სასწრაფოდ იქნას გაყვანილი დევნილები ნგრევადი ობიექტებიდან, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის შემწეობა, რომლებსაც დევნლებს უხდიან, გაიზარდოს საარსებო მინიმუმამდე, ასევე, ის დევნლები, რომლებიც ამ 29 წლის მანძილზე ქირით არიან, მათთვის სახელმწიფომ ადმინისტრაციული დაპირება გასცეს", - ამბობს ირაკლი ტორუა, ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისათვის" წევრი. 


ავტორი: პრესა.ჯი