13:55:52     04-02-2022
საგარეჯოში ერთი თვეა, დაკარგულ კაცს ეძებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ერთი თვის წინ დაკარგული ნაზიმ ნაბიევის საქმეზე პოლიციისგან პასუხს ითხოვენ და სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
ცნობილია, რომ გაუჩინარებული კაცი ბოლოს, 4 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყურბანოვების ოჯახში იმყოფებოდა. ის პირუტყვის შესაძენად კასპში წასვლას აპირებდა და თან 32 000 ლარი ჰქონდა.
ოჯახი ვარაუდობს, რომ 42 წლის კაცის გაუჩინარება, სწორედ ფულს უკავშირდება.