00:21:03     04-02-2022
4 თებერვლიდან საქართველოში აცივდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლიდან საქართველოში აცივდება - დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი.
პროგნოზის მიხედვით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე კი ლიპყინული.
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი იქნება.