ნატოს რეაგირების ძალები ნატოს რეაგირების ძალები />


  10:35:39     24-08-2011

ნატოს რეაგირების ძალები

a9281.jpg

ნატოს რეაგირების ძალები (აერთიანებს დაახლოებით 25 000 სამხედრო მოსამსახურეს და მოიცავს სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალთა კომპონენტებს. ის გამოირჩევა სწრაფი მობილობით, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობითა და დამოუკიდებელი მოქმედების (30 დღის განმავლობაში) შესაძლებლობით.

ნატოს წევრი სახელმწიფოები რეაგირების ძალებისთვის გამოყოფენ ძალებს, რომლებიც გადიან მომზადებისა და სერთიფიცირების პროცესს, რასაც მოჰყვება მათი 6-თვიანი მზადყოფნა ნატოს საპასუხო ძალების შემადგენლობაში. ძალების შევსების როტაციული (ჩანაცვლებითი) პრინციპიდან გამომდინარე გარანტირებულია საბრძოლოდ მზად მყოფი ნატოს საპასუხო ძალების მუდმივი არსებობა.

პრაღის სამიტზე, რომელიც 2002 წლის 21-22 ნოემბერს გაიმართა, სათავე დაედო გადამწყვეტი მნიშვნელობის სამ ინიციატივას, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნატოს სამხედრო შესაძლებლობათა ადაპტაციაში:

1. ნატოს რეაგირების ძალების შექმნა. ეს ძალები, დაახლოებით 22 000-იანი რიცხოვნობით, შედგება სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო კომპონენტებისგან, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაშია 5 დგის ვადაში გადასხდეს ნებისმიერ წერტილში მიღებული ბრძანების შესაბამისად. ნატოს რეაგირების ძალების შექმნის საინაუგურაციო ცერემონია გაიმარტა 2003 წლის 15 ოქტომბერს, ბრუნზუმში (ნიდერლანდები).

 2. ე.წ. პოტენციალის შესახებ პრაღის ვალდებულების ფარგლებში მოკავშირეებმა აიღეს ვალდებულება გააუმჯობესონ და განავითარონ მათი ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობები სფეროთა ფართო სპექტრში.

 3. ალიანსის სარდლობის სტრუქტურის რაციონალიზაცია. სტრატეგიული სარდლობები ევროპისა და ატლანტიკისათვის გარდაიქმნა ოპერაციების სტრატეგიულ სარდლობად და ტრანსპორმაციის დარგში სტრატეგიულ სარდლობად. რეგიონალური და დაქვემდებარებული სარდობის რიცხვი შემცირდა (20-დან 11-დე) და ოპტიმიზაცია განიცადა.

natoinfo.ge

0

ავტორი: