"უკრაინაში შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება" -  ჯონსონი "უკრაინაში შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება" - ჯონსონი /> "/> " />


  11:39:01     03-02-2022

"უკრაინაში შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება" - ჯონსონი

1643875642koj.jpg

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ჯონსონი Twitter-ზე წერს, საუბრისას მან პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინის საზღვარზე შეჭრა "ტრაგიკული შეცდომა" იქნება.

"ვესაუბრე პრეზიდეტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული აქტივობების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია ერთადერთი სწორი გზაა, - წერს ბორის ჯონსონი.


ავტორი: პრესა.ჯი