უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო />


  12:18:23     01-02-2022

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო

1643703605tal.jpg

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო, - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ავრცელებს.

„მეხუთე ჩიტი კიევშია! სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა! უახლოეს დღეებში თავდაცვითი იარაღის მორიგ პარტიას ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან!“ - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი “ტვიტერზე“.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები შიშობენ, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინაში შეიჭრას. უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს მკაცრი შედეგებითა და საფასურით ემუქრება. რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.


ავტორი: პრესა.ჯი