11:43:45     01-02-2022
დღეიდან თბილისში ტრანსპორტი ძვირდება
დღეიდან, 1 თებერვლიდან თბილისის მერიის ახალი გადაწყვეტილება შედის ძალაში - დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი (90-წუთიანი) მგზავრობის საფასური ორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი ეღირება.
ცნობილია, რომ ძალაში რჩება მეტრომანებითა და საბანკო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა, თუმცა, ფასდაკლებისთვის მერიის აბონიმენტები იმოქმედებს:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება.
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი 3 ლარი ეღირება;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი 20 ლარი ეღირება;
- ულიმიტო 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი 150 ლარი ეღირება;
- ულიმიტო1-წლიანი ბარათი კი 250 ლარი ეღირება.