11:35:55     01-02-2022
ხობში სახლს ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია მამა-შვილი

ხანძარი სამეგრელოში - ხობის რაიონის სოფელ ზედა ქვალონში ერთსართულიან სახლს ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა.
ტრაგიკულ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მამა-შვილი, 30 და 70 წლის კაცი, ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო შვილს, სავარაუდოდ ხანძრის გაჩენის დროს ეძინა.