11:40:25     31-01-2022
კიდევ 35 გარდაცვლილი და 13 150 ახალი შემთხვევა - 31 იანვრის კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 35 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 8 503 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 175 923
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 009 778
- მათ შორის გარდაცვლილი - 14 980
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 28,82%, ბოლო 14 დღის - 20,75%, ბოლო 7 დღის - 23,8%