გურჯაანში კაცმა დისშვილის მკვლელი მოკლა გურჯაანში კაცმა დისშვილის მკვლელი მოკლა />


  11:23:49     27-01-2022

გურჯაანში კაცმა დისშვილის მკვლელი მოკლა

1643268274gol.jpg

გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. მათივე თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება. 

ცნობილია, რომ 2013 წელს ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი მოკლა. დღეს კი მხარეებს შორის კონფლიქტი ქუჩაში მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჩაღიაშვილმა მღებრიშვილს აგინა.


ავტორი: პრესა.ჯი