ომის ზღვარზე - უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა ომის ზღვარზე - უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა />


  23:40:30     25-01-2022

ომის ზღვარზე - უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა

1643139774mklo.jpg

ბორისპოლის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ამერიკული თვითმფრინავი დაჯდა - უკრაინაში სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს თანამედროვე აღჭურვილობასა და თავდაცვით საბრძოლო მასალას.

ამერიკული დახმარების პირველი ნაწილი უკრაინაში 22 იანვარს ჩავიდა, მეორე კი- 23 იანვარს.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის, 200 მილიონი დოლარის უსაფრთხოების პაკეტი ბაიდენმა დეკემბერში დაამტკიცა. 

უკრაინა რუსეთთან ომის ზღვარზეა. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს ისეთ პასუხს, როგორიც ჯერ არ მიუღია.


ავტორი: პრესა.ჯი