12:29:44     25-01-2022
თებერვლიდან უსიმპტომო პირების ტესტირება შევაჩეროთ - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ წინადადებით, თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო პირების ტესტირება შეჩერდეს.
"მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავ ამით ლაბორატორიებს. იცით როგორი რიგებია ლაბორატორიებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, უსიმპტომო ადამიანი, თუ ის არის კონტაქტირებული 8 დღე უნდა ბრძანდებოდეთ სახლში.
საბჭოზე დღეს შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდი", - თქვა ამირან გამყრელიძემ.