23:49:14     24-01-2022
აქცია შსს-სთან - "თუ მოძალადე პოლიციელს ხვალ დღის ბოლომდე შესაბამისი მუხლით არ დააკავებენ, პროტესტი გაგრძელდება"
"მწამებელი სისტემა" - ამ სახელწოდებით აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პოლიციელების მხრიდან ისნის მეტროში განხორციელებულ ძალადობასა და შშმ პირის ცემას აპროტესტებენ.
"სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაგავსი სისასტიკე არაერთხელ გვინახავს. აღნიშნული არაერთხელ მოხვედრილა საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა პოლიციის მხრიდან ძალადობის, უკანონობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაუსჯელი რჩება, - წერს მოძრაობა "სირცხვილია".