10:28:27     24-08-2011
ხაჭაპური მოხარშული კვერცხით
ახალი, უმარილო ყველი (დაახლოებით 400 გრამი) ხელით დავჭყლიტოთ, ავურიოთ შიგ ხელით დაფხვნილი 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი. მოზელილი ცომი გავაბრტყელოთ; გაბრტყელებული ცომის ერთ ნახევარზე დავდოთ გამზადებული ყველი, ზედ ლამაზად მოვაწყოთ მრგვალ-მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი, მაგრად მოხარშული ორი-სამი კვერცხი ისე, რომ ყველი მთლიანად დაფაროს. ამის შემდეგ, ცარიელი ნახევარი ცომი გადმოვკეცოთ, ყველი მთლიანად დავფაროთ, ჩავუკეცოთ ნაპირები ისე, რომ შიგთავსი გამოცხობის დროს გარეთ არ გამოვიდეს.
0