00:01:14     21-01-2022
ჯო ბაიდენი - თუკი რუსეთის ქვედანაყოფი გადავა უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება შეჭრა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გუშინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „მე სრულიად მკაფიოდ ვესაუბრე პუტინს. მისი მხრიდან არავითარი გაუგებრობა არ არის. თუკი უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქვედანაყოფი გადავა უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება შეჭრა“, - განაცხადა ბაიდენმა.
„ნურავის ექნება ეჭვი იმაში, რომ თუკი პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ არსებობს კიბერთავდასხმის ან სამხედრო ქმედებების ალბათობა რუსეთის მხრიდან, რაც კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს აშშ-ის და მისი მოკავშირეებისგან.
„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს დილით თქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერისა და მზადყოფნის იმედი აქვს და ამის უფლება გააჩნია“,- აღნიშნა ბაიდენმა.