სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზად არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზად არის />


  11:00:24     20-01-2022

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზად არის

1642662105lop.jpg

ნინო ლომჯარიას ეს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციის გასაცემად სჭირდება.

"სახალხო დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, სამსახურის მიერ მიეწოდება დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მ. სააკაშვილი არ არის დაზარალებულად ცნობილი, სამსახურს აქვს ადვოკატებთან კომუნიკაცია, რომლებსაც ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

დაზარალებულად ცნობა არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენცია, ეს იყო ერთ0ერთი ის საკითხი, რაზეც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააფიქსირა მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმის შემდეგ ეს ფუნქცია უნდა ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. აღნიშნული რეფორმა წლებია, გაჩერებულია", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 


ავტორი: პრესა.ჯი