10:57:15     20-01-2022
"მარტო არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსული აგრესიის რისკები უკვე მრავალი წელია, არსებობს, თუმცა მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს და სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა მუდმივი თავდასხმა არა მათ მიწაზე, არამედ მათ ნერვებზე ხორციელდება, რომ მუდმივად იყოს განგაშის შეგრძნება უკრაინის დასასუსტებლად.
ის ამბობს, რომ ახლა პანიკის საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მოქალაქეები თავად ჩავარდებიან პანიკაში.
"საინფორმაციო სივრცე სავსეა შეტყობინებებით რუსეთთან ომის შესახებ, იმის თაობაზე, რომ შემოჭრა შესაძლოა, ხვალვე დაიწყოს ნებისმიერ მომენტში, თითქოს, მზად არ ვართ, თუმცა მარტო არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს [...] რაშია სიახლე? ამ რეალობის წინაშე ხომ 8 წელია ვდგავართ? შეჭრა 2014 წელს დაიწყო. საფრთხე ახლა ხომ არ გამოჩნდა? ეს რისკები უკვე მრავალი წელია არსებობს და ის არ გაზრდილა, მათ გარშემო აჟიოტაჟი გაიზარდა. ახლა პანიკის საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება თუკი მოქალაქეები თავად ჩავარდებიან პანიკაში, დაიწყებენ დაიწყებენ ანგარიშებიდან თანხის განაღდებას, მაღაზიებიდან სურსათის მომარაგებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.