მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა სამართლიანია - ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა სამართლიანია - ომბუდსმენი />


  13:02:35     19-01-2022

მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა სამართლიანია - ომბუდსმენი

1642583064lobj.jpg

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე ადვოკატების მოთხოვნას ეხმაურება.

"კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ არის სამართლიანი. თუმცა, იმისათვის, რომ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახავდა და შესწავლა. როდესაც ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ბრალის წარდგენის თუ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე, გვაქვს სრული სურათი გამოძიებაში არსებული მასალები და მტკიცებულებების.

ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული, თუმცა იმისათვის, რომ სახალხო დამცველმაც გასცეს ეს რეკომენდაცია, ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ვეცდებით, ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან და თუ გვექნება წვდომა გარკვეულ საფუძველზე, რაც კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით მოგვცემს იმის მტკიცების საფუძველს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამას ვიტყვით", - თქვა ნინო ლომჯარიამ.


ავტორი: პრესა.ჯი