11:09:31     18-01-2022
კიდევ 31 გარდაცვლილი და 7 521 ახალი შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 31 ადამიანი, 3 160 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 56 367 კვლევა, აქედან 38 892 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 17 475 PCR-ით. 17 იანვარს აიცრა 9 290 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 13,34%-ია, ბოლო 14 დღის - 10%-ია, 7 დღის - 10,26%.