11:22:39     17-01-2022
კიდევ 32 გარდაცვლილი და 3 656 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 32 ადამიანი, 3 066 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 29 711 კვლევა, აქედან 16 196 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 13 515 PCR-ით. 16 იანვარს აიცრა 2 290 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 12,31%-ია, ბოლო 14 დღის - 9,64%-ია, 7 დღის - 9,69%.