მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარ ექიმთან კონსულტაციის საშუალება - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარ ექიმთან კონსულტაციის საშუალება - ადვოკატი />


  14:30:00     14-01-2022

მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარ ექიმთან კონსულტაციის საშუალება - ადვოკატი

1642156296mshveno.jpg

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ხვდება.

ციხეში შესვლამდე ადვოკატმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ექიმებს ამ დრომდე არ ეძლევათ მისი მონახულების შესაძლებლობა.

"დღემდე არ მისცემია მიხეილ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ საკუთარ ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა. მისი დაავადება, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან, მოითხოვს დროულ რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით, მათ შორის გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელზეც დღემდე დუმს სასჯელაღსრულების სისტემა. მეორე მხრივ, ეს არის კონსულტირება სათანადო ექიმების მხრიდან. ამ საკითხებს დღეს კიდევ ერთხელ გავივლით მიხეილ სააკაშვილთან და შემდგომ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ რეაგირებას ამ საკითხებზე",


ავტორი: პრესა.ჯი