48 გარდაცვლილი და 5 326 ახალი შემთხვევა 48 გარდაცვლილი და 5 326 ახალი შემთხვევა />


  11:29:40     13-01-2022

48 გარდაცვლილი და 5 326 ახალი შემთხვევა

1642059056korona-virus-salgini-covit-19.jpg

საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი, 3 044 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 55 474 კვლევა, აქედან 32 029 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 23 445 PCR-ით. 12 იანვარს აიცრა 9 700 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,6%-ია, ბოლო 14 დღის - 8,86%-ია, 7 დღის - 9,91%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 3 148 შემთხვევა;
  • აჭარა - 563;
  • იმერეთი - 437;
  • ქვემო ქართლი - 176;
  • შიდა ქართლი - 277;
  • გურია - 148;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 226;
  • კახეთი - 178;
  • მცხეთა-მთიანეთი - 92;
  • სამცხე-ჯავახეთი - 66;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ავტორი: პრესა.ჯი