ბადრი ჯაფარიძე - ბრძოლა გრძელდება, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა ბადრი ჯაფარიძე - ბრძოლა გრძელდება, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა />


  11:39:25     12-01-2022

ბადრი ჯაფარიძე - ბრძოლა გრძელდება, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა

1641973300jap.jpg

"ლელოს" ლიდერები, რომელთა განაჩენიც სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, ამბობენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

მათი თქმით, ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს.

"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 


ავტორი: პრესა.ჯი