მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა />


  12:20:59     11-01-2022

მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა

1641889321XAZO.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს მამუკა ხაზარაძე და საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი დაუპირისპირდნენ, რის გამოც დარბაზში ვითარება დაიძაბა.

ამის შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მან დარბაზი მანდატურების თანხლებით დატოვა.


ავტორი: პრესა.ჯი