ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება />


  20:32:01     10-01-2022

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება

1641832424nay.jpg

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია ხდება, მისი მოადგილის პოზიციას კი აკაკი მინაშვილი დაიკავებს.

გარდა ამისა, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღმასრულებელი მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდეს.

ასევე, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზალიკო უდუმაშვილი და ამ ფუნქციას პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეითავსებს.


ავტორი: პრესა.ჯი