უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს - ადვოკატი უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს - ადვოკატი />


  13:26:51     10-01-2022

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს - ადვოკატი

1641806916bnmk.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დღეს მიმართავენ. 

"ცენტრ ემპათიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები შევისწავლეთ და პროკურატურაში დღეს განცხადებას დავწერთ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიებას დაიწყებს, მათ შორის იმ ექიმების წინააღმდეგ, ვინც არასწორი დიაგნოზი დასვეს და მკურნალობის არასწორი კურსი ჩაატარეს. ადამიანის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამ მინიმალურ სტანდარტებს არ ითვალისწინებს და პატიმრის ჯანმრთელობის უფლებას არ იცავს, ეს კანონდარღვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ამ ქმედებებით მიხეილ სააკაშვილს სერიოზული საფრთხე ემუქრება. რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ არ ვიცით რა სახის მედიკამენტით მკურნალობენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ან საერთოდ მისაღებია თუ არა მკურნალობის ის კურსი", - თქვა ევგენი გრუშოვეცმა. 


ავტორი: პრესა.ჯი