20:42:25     04-01-2022
100 წელი გამოჩენილი კომპოზიტორი არნო ბაბაჯანიანის დაბადებიდან ქართველმა ბარიტონმა ამერიკაში აღნიშნა.
დავით ღვინიანიძემ საოპერო ხელოვნებაში გრძელი გზა განვლო - გზა რუსეთის დიდი სცენებიდან ამერიკულ კარნეგი- ჰოლამდე. ეს გზა ყოველთვის ია- ვარდით მოფენილი არ ყოფილა, თუმცა პროფესიის ერთგულებამ და ხელოვნების სიყვარულმა იქამდე მიიყვანა, ამერიკაში საკუთარი სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი დააარსა, სადაც ახლა სხვა ხელოვანების წარმოსაჩენად და ხელშესაწყობად ყველა პირობაა შექმნილი. დავით ღვინიანიძე ხავერდოვანი ტემბრით გამოირჩევა. მის მიერ შესრულებული არიები თუ რომანსები აუღელვებელს არავის ტოვებს. არნო ბაბაჯანიანი მისი საყვარელი კომპოზიტორია და 100 წლისთავის აღნიშვნა ამანაც განაპირობა. დავით ღვინიანიძე არაერთი კომპოზიტორის შემოქმედების გაცოცხლებას გეგმავს ამ დიდ სცენაზე.