უქმე დღეების შეთავაზება თეგეტა მოტორსისგან უქმე დღეების შეთავაზება თეგეტა მოტორსისგან />


  17:54:46     04-01-2022

უქმე დღეების შეთავაზება თეგეტა მოტორსისგან

1641304547264122079_615009243114344_5019698539317922207_n.jpg

ახალი წლის უქმეები კარგი დროა ავტომობილებზე ზრუნვისთვის.

3-9 იანვარს მომხმარებელი „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში განსაკუთრებული ფასებით ისარგებლებს.    

დასვენების დღეებში ბევრი კურორტებსა თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავს წასვლას. თოვლიან და მოყინულ გზებზე კი ზამთრის საბურავები აუცილებელია. თეგეტა მოტორსში 2-9 იანვარს სხვადასხვა ბრენდის საბურავებზე 22%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ზამთრის სიცივეში ავტომობილის ნაწილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სწორედ ამიტომ 22%- იანი ფასდაკლება ვრცელდება სათადარიგო ნაწილების სრულ ასორტიმენტზე. მათ შორის, Toyota -ს ორიგინალ ნაწილებზე, Denso-ს, Bosch-სა და სხვა ბრენდებზე, თერმოსტატებსა და წყლის ტუმბოებზე.

თეგეტა მოტორსში 22%-იანი ფასდაკლება მოქმედებს აკუმულატორებსა და ანტიფრიზებზე.

22%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეცვალოთ საცხებ-საპოხი მასალები და ფილტრები.  

უფრო მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებთ, თუ უპირატესობას ონლაინ შოპინგს ანიჭებთ. თეგეტას ონლაინ მაღაზიაში  25-27%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.   

 

იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აირიდოთ რიგში დგომა, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ ონლაინ რეზერვაციას.  ასევე, შეგიძლიათ უქმე დღეები საყვარელ ადამიანებთან გაატაროთ, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ისარგებლოთ და ავტომობილი დისტანციურად გამართოთ. სერვისით სარგებლობისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე  (032) 226 44 44.


ავტორი: R