21:32:30     24-12-2021
არის თუ არა ეპილატორი თმის მოშორების ის საშუალება, რომელსაც ეძებდით?

თმის მოცილების სხვადასხვა ტექნიკა არსებობს, გამოცდილებაზე დაყრნობით კი შეგიძლიათ შეიქმნათ წარმოდგენა, რომელი მათგანია თქვენთვის უფრო ხელსაყრელი. მართლაც, ზოგიერთი მეთოდი,შესაძლოა, სხვებზე უკეთესი აღმოჩნდეს.
თმის პინცეტით თუ ძაფით ამოღება, პარსვა, ცვილი, ეპილატორი თუ ლაზერული ეპილაცია- მათგან ნებისმიერმა მეთოდმა, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად, გარკვეული დროით მაინც აღმოფხვრას არასასურველი თმა, მაგრამ შედეგი შეიძლება სასურველზე ნაკლები აღმოჩნდეს. ასევე, შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა ძალიან დიდი, ზოგიერთმა კი არანაირი შედეგი არ მოგიტანოთ. შედეგი, თითოეული მეთოდის მიხედვით, ძალიან ინდივიდუალურია და გამომდინარე იქედან, რომ მათ ერთ ნაწილს საზოგადოების დიდი ნაწილი კატეგორიულად აკრძალულად მიიჩნევს, მეორე ნაწილისთვის ეს ჩვეულებრივი და ნორმალურია. ერთი სიტყვით, საკითხი საკმაოდ ორაზროვანი და სადავოა. თუმცა, დღეს, ჩვენ თმის მოშორების დღემდე მიღებულ და აქტუალურ ერთ-ერთ ტექნიკას, კერძოდ, ეპილატორს განვიხილავთ.
ეპილატორი არის ელექტრული მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება თმის მოსაშორებლად რამდენიმე თმის ერთდროულად, მექანიკური დაჭერით და ამარტივეს თმის ფესვებიდან ამოღებას.
არსებობს ორი სახის ეპილატორი: მშრალი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია წყლის გარეშე და სველი ეპილატორი, რომლითაც თმის მოცილებას აბანოში, შხაპის მიღების დროსაც მოახერხებთ. თმის ძირიანად მოცილება შეიძლება მტკივნეულად ჟღერდეს და დიახ, ზოგიერთი ადამიანი, ნამდვილად განიცდის გარკვეულ დისკომფორტს ეპილაციის დროს, განსაკუთრებით, პირველ ცდაზე. მით უფრო, რომ სხეულის ზოგიერთი ნაწილი, შეიძლება, განსაკუთრებით მგრძნობიარე იყოს. თუმცა, რაც უფრო სისტემატური და ხშირია ეპილაცია, მით ნაკლები ტკივილი შეიძლება განიცადოთ.
როგორ მუშაობს ეპილატორი და რა არის ამ მეთოდის უპირატესობები
ეპილატორი მუშაობს ცვილის მსგავსად, რადგან მას ამოყავს თმა ფესვიანად. თუმცა, ცხადია, ეპილატორი არ იყენებს ცვილს. ამის ნაცვლად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის აშორებს თმას თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გადაადგილებისას.
ეპილატორით საუკეთესო შედეგის მისაღებად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:
- ეპილატორის გამოყენებამდე გაიწმინდეთ კანი. აქერცვლა აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და შეუძლია თავიდან აგაცილოთ ჩაბრუნებული თმები.
- დასაწყისში, მოიმარჯვეთ ეპილატორი კანთან 90 გრადუსიანი კუთხით. არ დაიდოთ მოწყობილობა კანზე ძლიერად. პირიქით, დაიჭირეთ იგი თავისუფლად და მსუბუქად. დაჭიმეთ კანი და ნელა გადაიტარეთ ეპილატორი თმის ზრდის მიმართულებით.
- თუ ეპილატორს ამოძრავებთ თმის ზრდის მიმართულების საპირისპიროდ, თმას არა ფესვიანად, არამედ, მხოლოდ ზედაპირულად მოიშორებთ.
ტკივილი, შეიძლება, ეპილაციის ამ ტექნიკის ნაკლადაც ჩაითვალოს. მაგრამ, თუ თქვენ შეძლებთ, გაუმკლავდეთ დისკომფორტს, შედეგმა, შეიძლება საგრძნობლადაც კი გადაწონოს ეს უარყოფითი დეტალი.
უფრო გლუვი კანი
როგორც მისი აქტიური მომხმარებლები აფასებენ, ეპილატორის გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა მათთვის, არის ის, რომ იღებენ უფრო გლუვ კანს და მეტად ხანგძლივ შედეგს, ვიდრე თმის მოცილების სხვა მეთოდები, როგორიცაა პარსვა, დეპილაციის კრემები ან პინცეტი. ცხადია, შედეგები თითოეული ადამიანის შემთხვევაში განსხვავდება, მაგრამ კანის სიგლუვე შეიძლება 4 კვირამდე შეგინარჩუნდეთ, რადგან თმის აღდგენას უფრო მეტი დრო სჭირდება, როდესაც მას ფესვიანად იღებენ.
ძალიან მოკლე თმის მოცილების შესაძლებლობა
ეპილაცია, ასევე, შეიძლება იყოს გამოსავალი მაშინაც, თუკი გსურთ მოკლე თმის მოცილება. შუგარინგი, იგივე ცვილით ეპილაცია, ყოველთვის არ არის ეფექტური მოკლე თმაზე, რადგან, არასაკმარისი სიგრძის გამო, შესაძლოა, მან თმა საკმარისი სიძლიერით ვერ მიიკრას და შედეგად, ის ფესვიანადაც ვერ ამოიღოს.
დროთა განმავლობაში თმის რაოდენობის შემცირება
კიდევ ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი დადებითი მხარე არის ის, რომ აქტიურ და სწორ ეპილაციას, დროთა განმავლობაში, სხეულზე თმის შემცირება შეუძლია. ამ მეთოდით თმა უფრო რბილი და თხელი ხდება და შეიძლება, უფრო ნელი ტემპითაც კი გაიზარდოს. რაც უფრო მეტხანს და რეგულარულად გაიკეთებთ ეპილაციას, მით უფრო ნაკლებ თმას შეამჩნევთ სხეულის გარკვეულ ნაწილებზე.
IPL ეპილატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხეულის სხვადასხვა ზონაზე, მათ შორის, მკლავებზე, ფეხებზე, სახეზე და სხვ.
თუკი სახლის პირობებში თმის მოცილების რაიმე განსხვავებულ და მარტივ ხერხს ეძებთ, შესაძლოა, ეპილატორი თმის მოცილების თქვენთვის საუკეთესო მეთოდი აღმოჩნდეს.