12:00:19     24-12-2021
"ველოდებით ექიმებს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და აშშ-დან" - ნიკოლოზ ყიფშიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, უახლოეს დღეებში, საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ, უცხოელი ექიმები ჩამოვლენ.
ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან, გერმანიიდან ჰოლანდიიდან და ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ. ისინი არიან ნევროლოგები და ფსიქონევროლოგები... უნდა ჩამოსულიყვნენ დღეს და ხვალ, თუმცა ომიკრონმა აურია ყველაფერი და ახლა დავაზუსტებთ ზუსტ თარიღს...
ჩემი აზრით, მგონია, რომ ჩვენ სათანადო ყურადღებას ვერ ვუწევთ. საუბედუროა ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ადრეც ვთქვი, რომ აუცილებელია საზღვარგარეთის ექიმების ჩართულობა, - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.