00:03:58     24-12-2021
მასობრივი შიმშილობის აქცია ენმ-ის ოფისთან
მასობრივი შიმშილობის უპრეცენდენტო აქცია - დღე მესამე. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისთან განთავსებულ კარვებში 200 -ზე მეტი ადამიანი შიმშილობს.
პროტესტის უკიდურესი ფორმა უვადოა და მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებამდე გაგარძელდება. პროტესტს უერთდებიან სამეგრელოდან და იმერეთიდანაც. ამისათვის პარტიის ოფისის ეზოში ამ წუთებში
დამატებითი კარვები იდგმება.