12:49:15     15-12-2021
ვაზიანში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და თავი მოიკლა

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა ჭრილობები ოჯახის წევრებს ცივი იარაღით მიაყენა.
შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.