ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა />


  21:00:37     09-12-2021

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა

1639069301tik.jpg

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგენგებო ბრიფინგზე ისაუბრა. თქვა, რომ მუშაობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები" - ამბობს ტიკარაძე.

საგანგებო ბრიფინგზე მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა, თქვა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო და მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კოლეგებს. ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის კუთხით, მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. 


ავტორი: პრესა.ჯი