სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს - მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს - მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს />


  22:32:27     08-12-2021

სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს - მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს

1638988397252020541_10222819122240992_4233355968172430431_n.jpg

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ჟურნალისტებს წერილობით ატყობინებს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება. 

"ძვირფასო ჟურნალისტებო გორის ჰოსპიტალთან. დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი.  გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი". - წერს მესამე პრეზიდენტი წერილში.


ავტორი: პრესა.ჯი