"ასე სუსტად მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს, დიდი ალბათობით, წამების შედეგია" - ლევან ხაბეიშვილი "ასე სუსტად მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს, დიდი ალბათობით, წამების შედეგია" - ლევან ხაბეიშვილი /> "/> " />


  20:16:02     07-12-2021

"ასე სუსტად მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს, დიდი ალბათობით, წამების შედეგია" - ლევან ხაბეიშვილი

1638893830hgf.jpg

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. 

"ჩემდა სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ასე სუსტად მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ მინახავს. დიდი ალბათობით, წამების შედეგია, რომელიც ამ ადამიანს გლდანის ციხეში განაცდევინეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის განათლებას, ტვინს, ენერგიას ვიყენებდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ტყვედ ჰყავთ, დილეგში ჰყავთ ფაქტობრივად გამოკეტილი და ამ ადამიანის ჯნმრთელობასა და სიცოცხლეს, სამწუხაროდ, საფრთხე ემუქრება", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.


ავტორი: პრესა.ჯი