მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი - უცხოურ მედია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი - უცხოურ მედია />


  00:39:43     03-12-2021

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი - უცხოურ მედია

163847936120140728114451saaaak.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 2 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესს უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან. 

გამოცემა new.fox-24 წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" სამართლდებოდა. სასამართლო პროცესი ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, სასამართლოს მიმდებარედ შეკრებილები კი მიხეილ სააკაშვილის სიტყვას თვალს გარეთ დამონტაჟებული ეკრანიდან ადევნებდნენ.

აზერბაიჯანული გამოცემა apa.az-იც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე გადასაყვანად გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. პროცესზე დასასწრებად იქ მივიდნენ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და მეგობრები. მათივე ცნობით, პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვა "სასამართლოს ნიღაბს ჩამოხსნიდა".

გამოცემა Reflector.com კი აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს და პატიმრობაც მიუსაჯეს, ქვეყანასი მისი ჩამოსვლის შემდეგ კი მას სასამართლო სხდომებზე დასწრებაც შეუძლია. გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური ძალების გაერთიანება სცადა. 


ავტორი: პრესა.ჯი