13:36:29     02-12-2021
მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა ექნება - მოსამართლე
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს დღეს პოლიტიკური განცხადებების გაკეტების საშუალებაც ექნება და მისივე ბრალდების საქმეზე, პოლიტიკური შეფასებებისაც. ბადრი კოჭლამაზაშვილმა ეს განცხადება პროკურორების მოთხოვნის პასუხად გააკეთა და განმარტა, რომ როდესაც ბრალდებულია პირი, რომელიც უმაღლეს თანამდებობას იკავებდა, მას არ მისცე პოლიტიკური განცხადების საშუალება, დაუშვებელია:
"როდესაც პირი, ბრალდებული, აქტიური პოლიტიკური ფიგურაა, როდესაც ის მსჯელობს იმაზე, მისი დაცვის მხარე ყოველ შემთხვევაში აქამდე, რომ მას პოლიტიკური ნიშნით სდევნიან, როდესაც მას წარდგენილ აქვს ბრალდება მისი სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით და ეს სამსახურებრივი მდგომარეობა გახლავთ პრეზიდენტობის პერიოდი და პრეზიდენტობა გახლავთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, ასეთ დროს, ბრალდებულს არ მისცე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა, ყოვლად დაუშვებელია, ამიტომ მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობაც ექნება, თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაც ექნება, ამავდროულად ის არ უპასუხებს დღეს კითხვებს იმიტომ, რომ მას არ უთქვამს ჯერჯერობით, რომ ჩვენების მიცემას აპირებს" განმარტა ბადრი კოჭლამაზაშვილმა