11:20:07     02-12-2021
თავისი ფუფუნებისთვის და კეთილდღეობისთვის ქვეყნიდან 1 თეთრის ამღები არ იყო - მიხეილ სააკაშვილის ძმა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესია ჩანიშნული, მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი მივიდა. მას სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა ამის შესაძლებლობას.
"ამ სასამართლოსგან არ ველოდები განსაკუთრებულ შედეგებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიშას მიეცემა საშუალება, კვლავ წარდგეს სიტყვით, დაელაპარაკოს ქართველ ხალხს, გააგებინოს, რომ ეს არის მართლა პოლიტიკურად შეთითხნილი ბრალდება. როგორ შეიძლება ვედავებოდეთ, 9 მილიონზეა მგონი საუბარი... მიშას ძალიან ახლოს ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ თავისი ფუფუნებისთვის და კეთილდღეობისთვის ქვეყნიდან ერთი თეთრის ამღები არ იყო", - თქვა გიორგი სააკაშვილმა.