11:11:14     23-08-2011
ინდოეთმა შეიარაღებაში ახალი ფრეგატი მიიღო
ინდოეთის სამხედრო–საზღვაო ძალებმა შეიარაღებაში „შივალიკის“ კლასის ფრეგატი მიიღო, რომელიც მცირედშემჩნევადობის ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ინდიან ექსპრესი“ ავრცელებს. ხომალდს შეურჩიეს სახელწოდება „სატპურა“. ამ დროისათვის, ქვეყნის სამხედრო–საზღვაო ძალების შეიარაღებაში, უკვე ორი ასეთი ხომალდია.
ფრეგატის მშენებლობა, რომელიც გარკვეული პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა, 2000–იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო. სამივე ხომალდის აგება ინდოეთს 1,6 მილიარდი დოლარი დაუჯდა. „შივალიკის“ კლასის ფრეგატების წყალწყვა ექვს ათას ტონას შეადგენს. მათ შეუძლიათ 32 კვანძი სიჩქარის განვითარება. ეს ფრეგატები პირველი ხომალდებია ინდოეთში, რომელიც მცირედშემჩნევადობის ტექნოლოგიებითაა აგებული. ფრეგატი შეიარაღებულია ზარბაზნებით და 32 რაკეტით. ხომალდების ავიაჯგუფი წარმოდგენილია ვეტრფრენებით Dhruv ან Sea King.
0