ენმ საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს - 2 დეკემბერი, 11:00 საათი ენმ საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს - 2 დეკემბერი, 11:00 საათი />


  13:41:26     01-12-2021

ენმ საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს - 2 დეკემბერი, 11:00 საათი

1638351764nhj.jpg

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხვალ, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს. 

აქცია ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს უკავშირდება. მოქალაქეები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების უფლებას, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. 


ავტორი: პრესა.ჯი