მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ  გამართულ სასამართლო პროცესს უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესს უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან />


  11:25:51     30-11-2021

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესს უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან

1638257298MIX.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესს უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან. 

"საქართველოს ყოფილი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შემდეგ სასამართლო პროცესზე მივიდა" - ამ სათაურით სტატია Aljazeera-მ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, ეს პირველი სასამართლო პროცესი იყო, რომელსაც ის პირადად დაესწრო.

სტატიის ავტორი, "მთავარ არხზე" დაყრდნობით წერს, რომ სასამართლოს მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ათობით აქტივისტი დააკავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებდა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა Associated press. გამოცემა წერს, სასამართლო პროცესზე, ბრალდებებსა და მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე, რომ ის არ ცნობს პროკურატურის უფლებამოსილებას.

გამოცემა Deutsche Welle-ც სტატიაში აღნიშნავს, რომ დღევანდელი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი იყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. სტატიაში საუბარი სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლასა და მისი ადვოკატების კომენტარებს შეეხო.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა France 24-იც. სტატიაში საუბარია უშუალოდ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველში გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, კიდევ უფრო გაამწვავა. 


ავტორი: პრესა.ჯი