სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გაბმა განაახლეს სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გაბმა განაახლეს />


  11:55:51     26-11-2021

სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გაბმა განაახლეს

1637913421xcv.jpg

სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გაბმა განაახლეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, სამუშაოები დათა პაპას სახლის მიმდებარედ მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, ოკუპანტები ძირითადად ღამით მუშაობდნენ.

"ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ახალი კერა შეღობვის, ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორია, დათა პაპას სახლის მახლობლად, რომლის შესახებაც ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვაწოდა. თურმე ოკუპანტები ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ", - ამბობს ქაცარავა. 


ავტორი: პრესა.ჯი