22:53:42     25-11-2021
სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ოპოზიციის წევრები ბიუროს სხდომაზე მივიდნენ და საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება.