ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილის სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილის სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის />


  22:48:33     25-11-2021

ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილის სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის

1637866301lkj.jpg

მიხეილ სააკაშვილის  პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკურნალობას შეწყვეტს თუ დეპუტატებს მასთან შესვლის საშუალება არ მიეცემათ.

"პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა, პირდაპირ გეუბნებით, მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. მისი სრული იზოლაციაც ასევე ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის, ასე არ შეიძლება, რაღაც ბალანსი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.


ავტორი: პრესა.ჯი