21:47:28     24-11-2021
ახლადგარემონტებულ სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

მარტვილის სოფელ ლეძგებეში საჯარო სკოლის შენობაში ჭერი ჩამოინგრა. ცნობილია, რომ სკოლაში სარემონტო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა.
პედაგოგები ამბობენ, რომ დაშავებული არავინაა. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებს ხელზე უმნიშვნელო ნაკაწრები ემჩნეოდათ, თუმცა, ეს პოსტები სულ მალე გაქრა.