ის ძველებური ადამიანი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე ის ძველებური ადამიანი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე />


  20:10:54     24-11-2021

ის ძველებური ადამიანი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

1637770290alas.jpg

დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ ყველა, საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ გიული ალასანიამ.

"გუშინწინდელთან შედარებით, კიდე 1 კილო აქვს დაკლებული, მაგრამ ეს როგორც ჩანს ასე უნდა იყოს. მე არ ვიცი, ფერმკრთალია, სისუსტე აქვს, მაგრამ, მთავარია მისი ფსიქოლოგიური განწყობა. მძიმეა, ძალიან მძიმე იმიტომ, რომ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ ყველა, საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე

გაოგნებული ვარ, გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ესეთი განცხადება, რომ თურმე ნუ იტყვი და ამისმა 50 დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრობა. ვინმეს გაუგია ესეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრობას? ესეთი რამე გაუგია ვინმეს" ამბობს ალასანია.


ავტორი: პრესა.ჯი