თბილისში მომხდარ მკლელობაში ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს თბილისში მომხდარ მკლელობაში ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს />


  11:07:37     24-11-2021

თბილისში მომხდარ მკლელობაში ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს

1637737758gol.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ. დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი - დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა.დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.


ავტორი: პრესა.ჯი