20:08:27     22-11-2021
ტყიბულაში კაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში, მდინარე ტყიბულაში ასაკოვანი კაცის ცხედარი იპოვეს, ცხედარი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ იპოვეს, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი.
ცნობილი ხდება, რომ კაცი მდინარეში დღის მეორე ნახევარში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ის ბორდიურზე იჯდა, მოულოდნელად მდინარეში გადავარდა და წყალმა წაიღო.