ვაშლის გამხმარი თათარა ვაშლის გამხმარი თათარა />


  11:04:08     23-08-2011

ვაშლის გამხმარი თათარა

a9240.jpg

შევწვათ კარგი ჯიშის მთელ-მთელი ვაშლები. გავაცალოთ კანი და გავატაროთ საცერში. მიღებული მასალა ჩავდოთ ქვაბში ან მურაბის ტაშტში და ვურიოთ, სანამ არ გათეთრდება. ორ ჩაის ჭიქა ვაშლის პიურეზე ავიღოთ ერთი ჩაის ჭიქა თაფლი ან შაქრის ფხვნილი და კარგად ავურიოთ. მერე ჩავასხათ ქაღალდის სხვადასხვა ყალიბში, დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში გამოსაშრობად. როცა კარგად გამოშრება, გამოვალაგოთ, მოვაცილოთ ქაღალდი, ჩავაწყოთ ქილაში და ისე შევინახოთ.

0

ავტორი: