"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი" - სერგეენკო მიხეილ სააკაშვილზე "ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი" - სერგეენკო მიხეილ სააკაშვილზე /> "/> " />


  13:09:52     19-11-2021

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი" - სერგეენკო მიხეილ სააკაშვილზე

1637313179ser.jpg

 დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, "ფორმულასთან" გაკეთებულ კომენტარში.

"ჯანდაცვის მინისტრთან ამ თემაზე, რომ ის ემხრობა თუ არა, არ გვქონია საუბარი, არამედ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ის უახლოესი საათების ტაქტიკა რაც იყო გვიან საღამოს არჩეული, სწორია. მე ვფიქრობ, რომ ამ დილით სწრაფად უნდა მოხდეს შეჯამება კონსულტაციების და ამის მიხედვით სწორი გადაწყვეტილების მიღება. 

სამედიცინო მოვლის კუთხით, გორის ჰოსპიტალი შესანიშნავი დაწესებულებაა, თუმცა მისმა მკურნალმა ექიმმა როგორც აღნიშნა, ერთი კონკრეტული აპარატის, ელექტრო მაგინტო რეზონანსული   ტომოგრაფიის არქონა გორის ჰოსპიტალს რიცხავს ამ სიიდან. 

მე რომ სამოქალაქო სექტორში ასეთ პაციენტს ვმართავდე, ასეთ პაციენტს გადავიყვანდი უფრო მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა ეს არ არის სამოქალაქო სექტორი და აქ არის უსაფრთხოების საკითხებიც. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი"


ავტორი: პრესა.ჯი